ლამურე რობერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Lamure roberi.jpg|300px|thumb|რობერ ლამურე]]
 
[[ფაილი:Lamure roberi.jpg|300px|thumb|რობერ ლამურე]]
'''ლამურე რობერ''' - (''ფრ.'' LAMOURET ROBERT. 1920 - 2011). ფრანგი მსახიობი, რეჟისორი, ესტრადის მომღერალი და სცენარისტი.
+
'''ლამურე რობერ''' - (''ფრ.'' LAMOURET ROBERT. 1920 - 2011). ფრანგი მსახიობი, [[რეჟისორი]], ესტრადის მომღერალი და სცენარისტი.
  
ცნობილი ფრანგი მსახიობი და კომედიოგრაფი რობერ ლამურე დაიბადა 1920 წელს პარიზში, ღარიბი მუშის ოჯახში. მამა ადრე დაკარგა და იძულებული გახდა სკოლის დაუმთავრებლად მუშაობა დაეწყო. თავიდან მუშაობდა სიტროენის (Citroën) ქარხანაში. შემდგომში რამდენიმე პროფესია გამოიცვალა, მოგვიანებით [[აფრიკა]]შიც მოუხდა წასვლა გამომუშავებაზე. ახალგაზრდობაში თხზავდა მხიარულ და ლირიკულ სიმღერებს. 1948 წელს პოპულარობა მოიპოვა მისმა სიმღერამ „მეტრო“. იმავე წელს ლამურე თვითონ გამოდის ესტრადაზე თავისი სიმღერებისა და სატირული მონოლოგების შესრულებით. მას გულთბილად ღებულობდა პარიზის მაყურებელი. მალე თვითნასწავლ ახალგაზრდა მსახიობს იწვევენ პროფესიულ სცენაზე და კინოში. ლამურე წერს რამდენიმე [[კომედია|კომედიასა]] და კინოსცენარს. 50-იან წლებში მისმა ფილმმა „მამა, დედა, მოსამსახურე და მე“ მთელი მსოფლიო მოიარა და დიდი აღიარებაც მოიპოვა.
 
16:37, 4 ნოემბერი 2021-ის ვერსია

რობერ ლამურე

ლამურე რობერ - (ფრ. LAMOURET ROBERT. 1920 - 2011). ფრანგი მსახიობი, რეჟისორი, ესტრადის მომღერალი და სცენარისტი.

ცნობილი ფრანგი მსახიობი და კომედიოგრაფი რობერ ლამურე დაიბადა 1920 წელს პარიზში, ღარიბი მუშის ოჯახში. მამა ადრე დაკარგა და იძულებული გახდა სკოლის დაუმთავრებლად მუშაობა დაეწყო. თავიდან მუშაობდა სიტროენის (Citroën) ქარხანაში. შემდგომში რამდენიმე პროფესია გამოიცვალა, მოგვიანებით აფრიკაშიც მოუხდა წასვლა გამომუშავებაზე. ახალგაზრდობაში თხზავდა მხიარულ და ლირიკულ სიმღერებს. 1948 წელს პოპულარობა მოიპოვა მისმა სიმღერამ „მეტრო“. იმავე წელს ლამურე თვითონ გამოდის ესტრადაზე თავისი სიმღერებისა და სატირული მონოლოგების შესრულებით. მას გულთბილად ღებულობდა პარიზის მაყურებელი. მალე თვითნასწავლ ახალგაზრდა მსახიობს იწვევენ პროფესიულ სცენაზე და კინოში. ლამურე წერს რამდენიმე კომედიასა და კინოსცენარს. 50-იან წლებში მისმა ფილმმა „მამა, დედა, მოსამსახურე და მე“ მთელი მსოფლიო მოიარა და დიდი აღიარებაც მოიპოვა.

მისი ცნობილი პიესებია: „აი, წაბლისფერთმიანიც!“ (1958 წ., თეატრი ვარიეტე), „ფრედერიკი“ (1967 წ., ედუარდ მერვეს თეატრი), „ქიში და მატი“ (1969 წ., ამბასადორის თეატრი) და სხვ. პიესა „საწვნე“ ლამურეს ერთ-ერთი საუკეთესო კომედიაა. პირველად იგი 1971 წლის 21 სექტემბერს დაიდგა ედუარდ მერვეს თეატრში. ლამურე არა მარტო ავტორი, არამედ რეჟისორი და მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელიცაა. „საწვნე“ სეზონის საუკეთესო სპექტაკლად აღიარეს.

წყარო

  • XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.;
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები