მხარგრძელი შანშე (II)
(→წყარო) |
(→წყაროები და ლიტერატურა) |
||
ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყაროები და ლიტერატურა== | ==წყაროები და ლიტერატურა== | ||
− | ჟამთააღმწერელი 1959: 304, 306, 308, 309; მესხია 1979: 317; მურადიანი 1977: 178. | + | * ჟამთააღმწერელი 1959: 304, 306, 308, 309; |
− | + | * მესხია 1979: 317; მურადიანი 1977: 178. | |
− | + | ||
==წყარო== | ==წყარო== |
01:43, 9 ივნისი 2021-ის ვერსია
შანშე (II) მხარგრძელი - ათაბაგი. 1290-იან-1310 წწ-ში. დიდი შანშეს (I) შვილიშვილი, მანდატურთუხუცეს ივანე (II) მხარგრძელის ძე; მონღოლთა სამსახურში ჩამდგარი მოხელე. ათაბაგ-ამირსპასალარი XIII ს-ის 90-იანი წწ-ის მეორე ნახევარში 1310 წ-მდე; მონღოლთა სამსახურში ჩამდგარი მოხელე; იმდროინდელი პოლიტიკური მოვლენების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. იგი მოციქულობდა ყაზან ყაენს ბექა ჯაყელთან, რათა მასთან აღსაზრდელად გამოეგზავნა ყრმა გიორგი (მომავალი გიორგი V). ჟამთააღმწერელი შანშეს დავით VIII-ის წინააღმდეგ მონღოლთა სადამსჯელო ექსპედიციის წევრად მოიხსენიებს. „ათაბაგ-ამირსპასალარი შაჰანშა“ იხსენიება 1310 წ-ის ერთ-ერთ სომხურ წარწერაში, ხოლო მხოლოდ ათაბაგად მისი ძმის, ათაბაგ ვაჰრამის, საფლავის ქვის ქართულენოვან ეპიტაფიაში.
წყაროები და ლიტერატურა
- ჟამთააღმწერელი 1959: 304, 306, 308, 309;
- მესხია 1979: 317; მურადიანი 1977: 178.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017