ალავერდობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ალავერდობა''' - [[ალავერდი (ტაძარი)|წმინდა მთავარმოწამე გიორგ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 20: ხაზი 20:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
+
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
  
 
[[კატეგორია:საეკლესიო დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:საეკლესიო დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:სახალხო დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:სახალხო დღესასწაულები]]

მიმდინარე ცვლილება 22:54, 11 აპრილი 2021 მდგომარეობით

ალავერდობა - წმინდა მთავარმოწამე გიორგის ტაძრის დღეობა, აღინიშნება 26-28 სექტემბერს (ახ. სტილით) ალავერდში (ახმეტის მუნიციპალიტეტი). ამ დღეს იხსენიებიან აგრეთვე მონასტრის დამაარსებელი, ცამეტი ასურელი მამათაგანი იოსებ ალავერდელი (VI ს. II ნახ.) და წმ. ქეთევანი.

ალავერდობა სამ სწორზე გრძელდებოდა – თავი ალავერდი, შუა ალავერდი, ბოლო ალავერდი. მლოცველი არა მარტო კახეთიდან მოდიოდა, არამედ ერწო-თიანეთიდან, აღმოსავლეთ საქართველოს მთიდან, ასევე საინგილოდან, ქისტეთიდან, დიდოეთიდან. ურმებზე ფარდაგები ჰქონდათ გადაფარებული. მოჰქონდათ პური, ზედაშე (ღვინო). მოჰყავდათ საკლავი – „ბერიზვარა“. სალოცავის შესაწირად, ანუ როგორც ამბობდნენ, „შესაწევად“ მხოლოდ ზედაშე იყო, რომელსაც დღეობამდე ხელს არ ახლებდნენ. პურებზე (კვერებზე) გამოსახული იყო ყურძნის მტევნები, ხარი და სხვა ფიგურები.

ალავერდობა კახეთში რთველის დაწყებას აღნიშნავდა. რთველს ისე არ დაიწყებდნენ, სალოცავისთვის ყურძნის აკიდო რომ არ შეეწირათ. წყვილ სანთელს დაანთებდნენ და დაილოცებოდნენ. კრეფის წინ აუცილებლად პირჯვარს გადაიწერდნენ და დაილოცებოდნენ: „ბარაქა ჩვენს საქმეს“. რთველის დაწყებაც და დამთავრებაც ნამდვილი ზეიმი იყო. საკლავს (ცხვარი, თხა, მამალი) ვენახში კლავდნენ და სუფრაც იქვე იშლებოდა. ბოლო ალავერდობა მოსავლის აღებაზე – რთველის დამთავრებასა და ყურძნის დაწურვაზე – მოდიოდა. ეს იყო თავისებური ანგარიშგება და ღვთისადმი მადლიერება მიღებული მოსავლისათვის და მომავალი ბარაქის, სიუხვის, ოჯახის წევრთა კეთილდღეობის გამოთხოვნა. საკლავის ტყავი და თავ-ბეჭი სალოცავს რჩებოდა, შემოდიოდა ასევე დიდძალი შესაწირი – ვერცხლის ფული. ნაშუადღევს იწყებოდა ლხინი, გართობა-თამაშები (ჭიდაობა, ჯირითი). შებინდებისას კი იმედითა და მხნეობით სავსენი შინ ბრუნდებოდნენ.

ალავერდის ტაძარში წმ. ტრაპეზის ქვეშ დასვენებულია წმ. დიდმოწამე ქეთევანის წმ. ნაწილები. მისი ხსენების დღეა 26 სექტემბერი (ახ. სტილით). ამ დღიდან მოყოლებული ხალხი მთელი სამი კვირა რჩებოდა ალავერდის გალავანში. ძველად დღესასწაულზე თუშეთიდან 300 მხედარი ჩამოდიოდა და ტაძარს სამჯერ გარს შემოუვლიდნენ, რითაც ბახტრიონის ომში დაღუპულ გმირებს „ადალავებდნენ“ (ადიდებდნენ).

ალავერდობა დიდი ბაზრობაც იყო. ძველად ბაზრობები საეკლესიო დღეობებს თანხმდებოდა. ეკლესიებთან იყო „ქულბაქი“ – სავაჭრო ადგილი, სადაც ადგილობრივი ხვდებოდა „უცხოს“, მთა და ბარი საქონელს უცვლიდა ერთმანეთს და ხდებოდა ვაჭრობის „გაშლა“. გასაყიდად გამოჰქონდათ შინახელოსნობის ნაწარმი – ფარდაგები, ქუდები, ნაბდები, წინდები და სხვ., ასევე მარცვლეული, ხილი, პირუტყვი. ასეთ დღესასწაულებზე ხალხი „თავისი არსებობის ძალებით ეთხოვებოდა წინაპართა განაცადს“, – წერდა ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე), – გრძნობდა თავის კაცურ ღირსებას, ტკბებოდა ბუნების მშვენიერებით, ჯანსაღი ფიზიკური ვარჯიშობებით. განიცდიდა თავის ერთობას. ამიტომ უღიარებია მას თავისი ყოველმხრივი განვითარების დედა კერად ის ტაძრები, რომლებშიც განისვენებენ მისი სიკეთისთვის სისხლის დამთხეველი წმინდანები. მხოლოდ ამ წმინდანების საფლავებზე მიყრდნობის დროს გრძნობს იგი სრულ მოსვენებას, აქ უჩენს იგი სხვებს ნდობას და რწმენას. აქ სწყურია მას ლოცვაც, სწავლაც და გართობაც“.

ალავერდობა საუკუნეების განმავლობაში იყო და დღესაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხალხმრავალი სახალხო-საეკლესიო დღესასწაული საქართველოში.

გ. ჩინჩალაძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ნანობაშვილიბ., კახეთის საოჯახო მეურნეობა XIX ს. II ნახ-ში, თბ., 1996;
  • საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბ., 1990;
  • ქართული ხალხური დღეობების კალენდარი, თბ., 1991;
  • ჭილაშვილი ლ., კახეთის ქალაქები (XIV-XVII სს.), თბ., 1980.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები