გორიი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 3: ხაზი 3:
 
::::ყაურხანის საფუძველი, ძირი შენ ხარ,  
 
::::ყაურხანის საფუძველი, ძირი შენ ხარ,  
 
::::შენ ხარ მარცვლის ჩენჩოს გამგებელი,  
 
::::შენ ხარ მარცვლის ჩენჩოს გამგებელი,  
::::შენ ხარ ჯაუ-ჯანგურუს დამღა, ნიშანი,  
+
::::შენ ხარ ჯაუ-ჯანგურუს [[დამღა]], ნიშანი,  
 
::::ფრთები თავად გაისწორე,  
 
::::ფრთები თავად გაისწორე,  
 
::::მარცვალს ჩენჩო მოაშორე.  
 
::::მარცვალს ჩენჩო მოაშორე.  

მიმდინარე ცვლილება 22:11, 6 მარტი 2021 მდგომარეობით

გორიჲ / გერი-გერი / ჯელე-ათასი გორიჲ (ბალყ.-ყარაჩ. Горий / Гери-Гери / Джеле-Атасы Горий – „ქარის მამა გორიჲ“) – ქარის მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. მისი კულტი შედარებით ფართოდ დიდ ყარაჩში იყო გავრცელებული. გორიჲს შესაწირის სახით ტაფაზე ერბოს უტოვებდნენ. ქარის მამას წვიმის გამოწვევის მიზნით აღვლენილი ლოცვისა და მარცვლეულის განიავების დროს მიმართავდნენ. ამ მიმართვისას, რომელშიც ქარიშხლის მფარველი ყაურხანიც იხსენიებოდა, ქალები, მუჭში მოიქცევდნენ რა 99 მარცვალს, შემდეგ ლოცვას წარმოთქვამდნენ:

გორიჲ, გორიჲ, ჩემო გორიჲ,
ყაურხანის საფუძველი, ძირი შენ ხარ,
შენ ხარ მარცვლის ჩენჩოს გამგებელი,
შენ ხარ ჯაუ-ჯანგურუს დამღა, ნიშანი,
ფრთები თავად გაისწორე,
მარცვალს ჩენჩო მოაშორე.

მარცვლეულის განიავების წინ, მისი გალეწვის შემდეგ, გორიჲს გამოცხადების წესს ასრულებდნენ. საამისოდ, თოკში დანას ჩაარჭობდნენ და სამ ცალ მარცვალს მაღლა აისვრიდნენ. შემდეგ ამოიღებდნენ კალოს ცენტრალურ ბოძს (ындыр-къазыкъ) გაურჭობდნენ, ბოძზე ნახევარ პურს შემოდებდნენ და, აისროდნენ რა მაღლა შვიდ მარცვალს, ამბობდნენ:

აულის კალოს პატრონი (დაუღლელია),
აქლემის მსგავსად.
გორიჲ მოდის, დიეუ მოდის,
გორიჲ, გორიჲ მოდი, მოდი,
მარცვალი ჩენჩოსგან გაასუფთავე.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
  • Каракетов М. Д. Миф и функционирование религиозного культа в заговорно-заклинательном ритуале карачаевцев и балкарцев. М., 1999;
  • Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები