არსენ III

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''არსენ III''' – საქართველოს [[კათოლიკოს-პატრიარქი|კათალიკოს-პატრიარქი]] XIIIს. 30-40 -იან წწ. მეფე რუსუდანის თანამედროვე.  
+
'''არსენ III''' – [[საქართველო]]ს [[კათოლიკოს-პატრიარქი]] XIII ს. 30-40-იან წწ. მეფე რუსუდანის თანამედროვე. იგი რუსუდანის აღზრდილად იხსენიებს საკუთარ თავს: „მას ჟამსა, ოდეს ღმერთმან და ვიკადრო – გამზრდელმან ჩემმა მეფეთმეფემან რუსუდან...“ სამეფო კართან მისი კონტაქტები გააქტიურდა მას შემდეგ, რაც იგი ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარი შეიქნა და მწიგნობართუხუცესის სახელოც ებოძა. არსენ III, ვითარცა მაღალი რანგის საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, ჩაერთო [[სახელმწიფო]] საქმეებში. რუსუდან მეფის უშუალო დავალებით არსენ  III-მ ბათუ-ყაენის კარზე გაგზავნილ ელჩობაში მიიღო მონაწილეობა. ამ ფაქტის აღნიშვნა თვითონ მიიჩნია საჭიროდ: „მეფეთ-მეფემა რუსუდან ბათოისსა გამგზავნეს სამსახურად.“
  
იგი რუსუდანის აღზრდილად იხსენიებს საკუთარ თავს: „მას ჟამსა, ოდეს [[ღმერთი|ღმერთმან]] და ვიკადრო — გამზრდელმან რუსუდან...“ სამეფო კართან მისი კონტაქტები გააქტიურდა მას შემდეგ, რაც იგი ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარი შეიქმნა და მწიგნობართუხუცესის სახელიც ებოძა. არსენ III, ვითარცა მაღალი რანგის საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, ჩაერთო სახელმწიფო საქმეებში. რუსუდან მეფის უშუალო დავალებით არსენ III-მ ბათუ-ყაენის კარზე გაგზავნილ ელჩობაში მიიღო მონაწილეობა. ამ ფაქტის აღნიშვნა თვითონ მიიჩნია საჭიროდ: „მეფეთა-მეფემ რუსუდან ბათოისსა გამგზავნეს სამსახურად“.
+
მისი [[მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი|ჭყონდიდელად]] კურთხევისა და მწიგნობართუხუცესად დანიშვნის ზუსტი ქრონოლოგია არ არსებობს. საბუთი, რომელშიც ამ ტიტულით მოიხსენიება, დათარიღებულია 1241-1242 წწ. ვარაუდობენ, რომ მან მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობა 1235-1237 წწ. მიიღო (ნ. ბერძენიშვილი).  
  
მისი ჭყონდიდელად კურთხევისა და მწიგნობართუხუცესად დანიშვნის ზუსტი ქრონოლოგია არ არსებობს. საბუთი, რომელშიც ამ ტიტულით მოიხსენიება, დათარიღებულია 1241-1242 წწ. ვარაუდობენ, რომ მან [[მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი]]ს თანამდებობა 1235-1237 წწ. მიიღო (ნ. ბერძენიშვილი)
+
[[გრიგოლ სურამელი]]ს „დაწერილის“ მიხედვით, არსენი [[კათოლიკოსი|კათოლიკოსად]] აირჩიეს, მაგრამ შემდეგ მან ყველა საეკლესიო პატივზე უარი თქვა და შიომღვიმის მონასტერში დაეყუდა, „მწიგნობრადა შესულა“. „უდაბნოსა მღუიმეს და თანადგომითა ყოველთა კრებულთა მეუდაბნოეთა გუეჰაჯა ჟამთა შინა ლაშქრად წარმართვისა ჩემსა არსენი [[ქრისტე]]ს მიერ ქართლისა კათალიკოზყოფილი, უდაბნოსა მღუიმისასა შინა მწირობად შემოსილი“. ხელრთვებ-დამტკიცებებში არსენ  III კვლავ ასე იწოდება: „ქართლის კათალიკოზ და მწიგნობართუხუცესყოფილსა და აწ მწირობით წმიდასა უდაბნოსა მღუიმისსა შინა მყოფსა არსენის...“ ეს ფაქტი შეიძლება მიუთითებდეს, რომ მას მწირად დაყუდების გადაწყვეტილება ნებით არ მიუღია.
  
[[გრიგოლ სურამელი]]ს „დაწერილის“ მიხედვით, არსენი [[კათალიკოსი|კათალიკოსად]] აირჩიეს, მაგრამ შემდეგ მან ყველა საეკლესიო პატივზე უარი თქვა და შიომღვიმის მონასტერში დაეყუდა, „მწიგნობრადა შესულა“ „უდაბნოსა მღუიმეს და თანადგომითა ყოველთა კრებულთა მეუდაბნოეთა გუეჰაჯა ჟამთა შინა ლაშქრად წარმართვისა ჩემსა არსენი [[ქრისტე]]ს მიერ ქართლისა კათალიკოზყოფილი, უდაბნოსა მღუიმისასა შინა მწირობად შემოსილი“. ხელრთვებ-დამტკიცებებში არსენ III კვლავ ასე იწოდება „ქართლის კათალიკოზ და მწიგნობართუხუცესყოფილსა და აწ მწირობით წმიდისა უდაბნოსა მღუიმისსა შინა მყოფსა არსენის...“ ეს ფაქტი შეიძლება მიუთითებდეს, რომ მას მწირად დაყუდების გადაწყვეტილება ნებით არ მიუღია.
+
არსენ III მეტად ნიჭიერი და ნაყოფიერი ჰიმნოგრაფი იყო. მას 6 საგალობელი შეუტანია [[ზატიკი]]ს ახალ რედაქციაში (4 25, 5 4923, პეტერბურგის ეროვნილი ბიბლიოთეკის გრენის კოლექცია №5 და 162). ეს საგალობლებია: გალობანი ღამისთევად ამაღლებისა, გალობანი ამაღლებისანი, გალობანი სამშაბათსა მეშვიდესა, გალობანი ღამისთევად, გალობანი ორშაბათსა მერვესა, გალობანი პარასკევსა მერვესა. არსენ III–ს ხელნაწერების არშიებზე თვით მიუწერია საკუთარი სახელი – არსენ ჭყონდიდელი. ისტორია სხვა არსენ III-ს არ იცნობს.  
  
არსენ III მეტად ნიჭიერი და ნაყოფიერი ჰიმნოგრაფი იყო. მას 6 საგალობელი შეუტანია [[ზატიკი]]ს ახალ რედაქციაში (A 25, 5 4923. პეტერბურგიე ეროვნული ბიბლიოთეკის გრენის კოლექცია N5 და 162). ეს საგალობლებია: გალობანი ღამისთევად ამაღლებისა, გალობანი ამაღლებისანი, გალობანი სამშაბათსა მეშვიდესა, გალობანი ღამისთევად, გალობანი ორშაბათსა მერვესა, გალობანი პარასკევსა მერვესა.
+
''მ. ქავთარია''
  
არსენ III-ს ხელნაწერების არშიებზე თვით მიუწერია საკუთარი სახელი - არსენ ჭყონდიდელი. ისტორია სხვა არსენ III-ს არ იცნობს.
 
 
''მ. ქავთარია''
 
  
 +
==ლიტერატურა==
 +
* ბერძენიშვილი ნ., სავაზირო ფეოდალურ საქართველოში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 3, თბ., 1966;
 +
* ქავთარია მ., არსენ ჭყონდიდელი – XIII ს. უცნობი ჰიმნოგრაფი, საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის „შრომები“, 1999, №2.
 +
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 
[[საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]

16:19, 5 მარტი 2021-ის ვერსია

არსენ IIIსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XIII ს. 30-40-იან წწ. მეფე რუსუდანის თანამედროვე. იგი რუსუდანის აღზრდილად იხსენიებს საკუთარ თავს: „მას ჟამსა, ოდეს ღმერთმან და ვიკადრო – გამზრდელმან ჩემმა მეფეთმეფემან რუსუდან...“ სამეფო კართან მისი კონტაქტები გააქტიურდა მას შემდეგ, რაც იგი ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარი შეიქნა და მწიგნობართუხუცესის სახელოც ებოძა. არსენ III, ვითარცა მაღალი რანგის საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, ჩაერთო სახელმწიფო საქმეებში. რუსუდან მეფის უშუალო დავალებით არსენ III-მ ბათუ-ყაენის კარზე გაგზავნილ ელჩობაში მიიღო მონაწილეობა. ამ ფაქტის აღნიშვნა თვითონ მიიჩნია საჭიროდ: „მეფეთ-მეფემა რუსუდან ბათოისსა გამგზავნეს სამსახურად.“

მისი ჭყონდიდელად კურთხევისა და მწიგნობართუხუცესად დანიშვნის ზუსტი ქრონოლოგია არ არსებობს. საბუთი, რომელშიც ამ ტიტულით მოიხსენიება, დათარიღებულია 1241-1242 წწ. ვარაუდობენ, რომ მან მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობა 1235-1237 წწ. მიიღო (ნ. ბერძენიშვილი).

გრიგოლ სურამელის „დაწერილის“ მიხედვით, არსენი კათოლიკოსად აირჩიეს, მაგრამ შემდეგ მან ყველა საეკლესიო პატივზე უარი თქვა და შიომღვიმის მონასტერში დაეყუდა, „მწიგნობრადა შესულა“. „უდაბნოსა მღუიმეს და თანადგომითა ყოველთა კრებულთა მეუდაბნოეთა გუეჰაჯა ჟამთა შინა ლაშქრად წარმართვისა ჩემსა არსენი ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზყოფილი, უდაბნოსა მღუიმისასა შინა მწირობად შემოსილი“. ხელრთვებ-დამტკიცებებში არსენ III კვლავ ასე იწოდება: „ქართლის კათალიკოზ და მწიგნობართუხუცესყოფილსა და აწ მწირობით წმიდასა უდაბნოსა მღუიმისსა შინა მყოფსა არსენის...“ ეს ფაქტი შეიძლება მიუთითებდეს, რომ მას მწირად დაყუდების გადაწყვეტილება ნებით არ მიუღია.

არსენ III მეტად ნიჭიერი და ნაყოფიერი ჰიმნოგრაფი იყო. მას 6 საგალობელი შეუტანია ზატიკის ახალ რედაქციაში (4 25, 5 4923, პეტერბურგის ეროვნილი ბიბლიოთეკის გრენის კოლექცია №5 და 162). ეს საგალობლებია: გალობანი ღამისთევად ამაღლებისა, გალობანი ამაღლებისანი, გალობანი სამშაბათსა მეშვიდესა, გალობანი ღამისთევად, გალობანი ორშაბათსა მერვესა, გალობანი პარასკევსა მერვესა. არსენ III–ს ხელნაწერების არშიებზე თვით მიუწერია საკუთარი სახელი – არსენ ჭყონდიდელი. ისტორია სხვა არსენ III-ს არ იცნობს.

მ. ქავთარია


ლიტერატურა

  • ბერძენიშვილი ნ., სავაზირო ფეოდალურ საქართველოში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 3, თბ., 1966;
  • ქავთარია მ., არსენ ჭყონდიდელი – XIII ს. უცნობი ჰიმნოგრაფი, საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის „შრომები“, 1999, №2.

წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები