აიგულაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''აიგულაცვა (აჲგοჷულაცοა)''' - ერთმანეთის მეზობლები. სხვადასხვ...)
 
(მომხმარებელმა Malania გვერდი „აიგულაცვა“ გადაიტანა გვერდზე „აჲგοჷულაცοა“)

13:50, 9 ნოემბერი 2020-ის ვერსია

აიგულაცვა (აჲგοჷულაცοა) - ერთმანეთის მეზობლები. სხვადასხვა გვარის მონოგენურ სივრცეში განსახლების, გვარების შერევისა და სამეზობლო თემის წარმოშობა, გვიან პერიოდში XX საუკუნის 20-იანი წლებიდან, საბჭოთა წყობილების პირობებში დაიწყო. იმ დროისათვის აფხაზების მყარი მონოგენური, პატრონიმიული უბნები და სოფლები დაირღვა. მაგრამ, მატერიალურ-მორალური ურთიერთდახმარების ის არსებული ფორმები, რომლებიც მონოგენური დასახლების სოციალურ ერთეულში იყო ჩამოყალიბებული, პატრონიმიული ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, ნაწილობრივ ამ სამეზობლო გაერთიანებას დაეკისრა და დამკვიდრდა ასეთი იყო, ხვნა-თესვის, საქორწინო, სამგლოვიარო, ბავშვის დაბადების, ქვრივ-ობლების, სახლის მშენებლობის დროს დადგენილი ურთიერთდახმარების ქცევის ნორმები.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები