აიაზმის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[კატეგორია:ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები]]
 
[[კატეგორია:ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები]]
 
[[კატეგორია:წალკის მუნიციპალიტეტის  არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:წალკის მუნიციპალიტეტის  არქიტექტურული ძეგლები]]
[[კატეგორია:დარბაზული ეკლესიები[[
+
[[კატეგორია:დარბაზული ეკლესიები]]

17:38, 15 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

წალკა. „აიაზმის ტაძარი“

აიაზმის ტაძარი - (VI-VII სს. მიჯნა), სოფელ აიაზმის (წალკის მუნიციპალიტეტი, წალკის ეპარქია) ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული ერთ-ერთი უძველესი ქართული ერთნავიანი ეკლესია. სოფელს აიაზმა უწოდეს XIX საუკუნის 20-იან წწ. აქ ჩამოსახლებულმა ბერძნებმა („აიაზმა“ წმ. წყალს ნიშნავს), მანამდე თრიალეთის ამ უძველეს სოფელს თეთრიწყარო ერქვა.

ტაძარს აღმოსავლეთ მხარეს, კედლის სიბრტყეში მოქცეული ნახევარწრიული აფსიდა აქვს. კარის თავზე წარწერაში აღნიშნულია, რომ „აიაზმის ტაძარი“ 1045 წ. აღუდგენიათ. წარწერაში მოხსენიებულია კათოლიკოსი ოქროპირი (იოანე V, 1033-1049). ეკლესია ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვების სწორი რიგებით, რომელთა ნაკერები დაფარულია დუღაბის სქელი ფენით. ტაძრის კუთხეები და კარ-სარკმლები თლილი ქვითაა ამოყვანილი. აიაზმის ტაძარს ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს ეკვდერი, ასევე მინაშენი აქვს დასავლეთ მხრიდან და ორივე ერთად ქმნის გარე შემოსავლელს. ტაძარიც და ეკვდერიც გადახურულია ქვით ამოყვანილი კამარით. აღსანიშნავია თაღების მოტივით დამუშავებული ლავგარდანი, რელიეფები და სვეტისთავების მორთულობა. აიაზმის ტაძარი თავისი არქიტექტურული ფორმებით ახლოს დგას ბოლნისის სიონთან, აგრეთვე ქვემო ბოლნისისა და ოლთისის ტაძრებთან. აიაზმის ტაძარიიყო თრიალეთის ერთ-ერთი მთავარი სალოცავი.

მ. ბოჭორიშვილი

ლიტერატურა

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997;
  • Чубинашвили Н. Г., Шмерлинг Р. О., Хрмы в древних селениях Триалети-Олтиси и Тетри-Цкаро„ ქართული ხელოვნება“, 1948, ტ.

წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები