ტარდი გაბრიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: გაბრიელ ტარდი '''ტარდი გაბრიელ''' - Gabriel Tarde, Тард ...)
 
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 8: ხაზი 8:
 
განსხვავებით [[დიურკჰაიმი დავიდ ემილ|ე. დიურკჰაიმისაგან]], რომელიც ამტკიცებდა, რომ საზოგადოება აყალიბებს [[ადამიანი|ადამიანს]], ტარდს მიაჩნდა, რომ საზოგადოება არის ადამიანების, მათი ინდივიდუალური ცნობიერების ურთიერთქმედების შედეგი. დიურკჰაიმი სოციოლოგიაში ფსიქოლოგიზმს ებრძოდა, ტარდი კი პირიქით, ფსიქოლოგიზმს ამკვიდრებდა. მას მიაჩნდა, რომ სოციოლოგიის საფუძველი უნდა გახდეს სოციალური ფსიქოლოგია და ზრუნავდა ამ უკანასკნელის დაფუძნებაზე. სოციალური ცხოვრების გასაღები ფსიქოლოგიურ მექანიზმებშია საძებარი. მათ შორის ძირეულია მიბაძვა და გამოგონება.  
 
მიბაძვა არის ადამიანის ბუნებისთვის დამახასიათებელი სხვისი მოქმედების იმიტაციის თვისება ([[ბანდურა ალბერტ|ა. ბანდურა]]ს თეორიაში ამას მოდელირება ეწოდება). მისი საშუალებით სუბიექტი სხვა ადამიანების დამოკიდებულებათა, რწმენისა და გრძნობათა შეთვისებას და [[ასიმილაცია|ასიმილაციას]] ახდენს, რომლებიც შემდეგ თაობიდან თაობას გადაეცემა (ისტორიული მეხსიერება]. ამით ინარჩუნებს საზოგადოება თავის მთლიანობას და ერთიანობას. ტარდი ამტკიცებდა, რომ მიბაძვა-გამეორებას საზოგადოებაში ისეთივე მნიშვნელოვნება აქვს, როგორიც მემკვიდრეობას ბიოლოგიაში.  
+
მიბაძვა არის ადამიანის ბუნებისთვის დამახასიათებელი სხვისი მოქმედების იმიტაციის თვისება ([[ბანდურა ალბერტ|ა. ბანდურა]]ს თეორიაში ამას მოდელირება ეწოდება). მისი საშუალებით სუბიექტი სხვა ადამიანების დამოკიდებულებათა, რწმენისა და გრძნობათა შეთვისებას და [[ასიმილაცია|ასიმილაციას]] ახდენს, რომლებიც შემდეგ თაობიდან თაობას გადაეცემა {ისტორიული მეხსიერება}. ამით ინარჩუნებს საზოგადოება თავის მთლიანობას და ერთიანობას. ტარდი ამტკიცებდა, რომ მიბაძვა-გამეორებას საზოგადოებაში ისეთივე მნიშვნელოვნება აქვს, როგორიც მემკვიდრეობას ბიოლოგიაში.  
  
მეორე მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების განვითარებას, არის „გამოგონება”  (აღმოჩენა). საზოგადოების პროგრესის წყარო არის მცირერიცხოვანი გამორჩეული ადამიანების ინიციატივა და შემოქმედება, რომელიც ეხება როგორც იდეებს, ისე მატერიალურ ფასეულობებს. მაგრამ ამ ნოვაციების გავრცელებას ისევ და ისევ გამეორების მექანიზმი უზრუნველყოფს. ტარდის მიხედვით, ძირითადი სოციალური ინსტიტუტებისა და სოციალური ნორმების დამკვიდრება მოხდა იმიტომ, რომ რაიმე ახლის გამოგონების უნარს მოკლებულმა ჩვეულებრივმა ადამიანებმა მიბაძეს შემოქმედ ნოვატორებს და მათ გამოგონებათა გამოყენება დაიწყეს.
 
ხაზი 22: ხაზი 22:
 
[[კატეგორია:ფსიქოლოგიზმი]]
 
[[კატეგორია:ფსიქოლოგიზმი]]
 
[[კატეგორია:ფრანგი ფსიქოლოგები]]
 
[[კატეგორია:ფრანგი ფსიქოლოგები]]
[კატეგორია:ფრანგი სოციოლოგები]]
+
[[კატეგორია:ფრანგი სოციოლოგები]]
[კატეგორია:ფრანგი  კრიმინოლოგები]]
+
[[კატეგორია:ფრანგი  კრიმინოლოგები]]
[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
+
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]

მიმდინარე ცვლილება 12:26, 21 სექტემბერი 2020 მდგომარეობით

გაბრიელ ტარდი

ტარდი გაბრიელ - Gabriel Tarde, Тард Габриель, 1843-1904

ფრანგი ფსიქოლოგი, სოციოლოგი, კრიმინოლოგი. სოციოლოგიაში ფსიქოლოგიური მიმართულების ერთერთი ფუძემდებელი. მიიღო უმაღლესი იურიდიული განათლება პარიზში. იყო მოსამართლე, ერთხანს განაგებდა დეპარტამენტს იუსტიციის სამინისტროში, ბოლოს მთლიანად გადაერთო სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაზე კოლეჯ დე ფრანსის ფილოსოფიის პროფესორის რანგში.

განსხვავებით ე. დიურკჰაიმისაგან, რომელიც ამტკიცებდა, რომ საზოგადოება აყალიბებს ადამიანს, ტარდს მიაჩნდა, რომ საზოგადოება არის ადამიანების, მათი ინდივიდუალური ცნობიერების ურთიერთქმედების შედეგი. დიურკჰაიმი სოციოლოგიაში ფსიქოლოგიზმს ებრძოდა, ტარდი კი პირიქით, ფსიქოლოგიზმს ამკვიდრებდა. მას მიაჩნდა, რომ სოციოლოგიის საფუძველი უნდა გახდეს სოციალური ფსიქოლოგია და ზრუნავდა ამ უკანასკნელის დაფუძნებაზე. სოციალური ცხოვრების გასაღები ფსიქოლოგიურ მექანიზმებშია საძებარი. მათ შორის ძირეულია მიბაძვა და გამოგონება.

მიბაძვა არის ადამიანის ბუნებისთვის დამახასიათებელი სხვისი მოქმედების იმიტაციის თვისება (ა. ბანდურას თეორიაში ამას მოდელირება ეწოდება). მისი საშუალებით სუბიექტი სხვა ადამიანების დამოკიდებულებათა, რწმენისა და გრძნობათა შეთვისებას და ასიმილაციას ახდენს, რომლებიც შემდეგ თაობიდან თაობას გადაეცემა {ისტორიული მეხსიერება}. ამით ინარჩუნებს საზოგადოება თავის მთლიანობას და ერთიანობას. ტარდი ამტკიცებდა, რომ მიბაძვა-გამეორებას საზოგადოებაში ისეთივე მნიშვნელოვნება აქვს, როგორიც მემკვიდრეობას ბიოლოგიაში.

მეორე მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების განვითარებას, არის „გამოგონება” (აღმოჩენა). საზოგადოების პროგრესის წყარო არის მცირერიცხოვანი გამორჩეული ადამიანების ინიციატივა და შემოქმედება, რომელიც ეხება როგორც იდეებს, ისე მატერიალურ ფასეულობებს. მაგრამ ამ ნოვაციების გავრცელებას ისევ და ისევ გამეორების მექანიზმი უზრუნველყოფს. ტარდის მიხედვით, ძირითადი სოციალური ინსტიტუტებისა და სოციალური ნორმების დამკვიდრება მოხდა იმიტომ, რომ რაიმე ახლის გამოგონების უნარს მოკლებულმა ჩვეულებრივმა ადამიანებმა მიბაძეს შემოქმედ ნოვატორებს და მათ გამოგონებათა გამოყენება დაიწყეს.

[რედაქტირება] წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები