თეთრი გიორგის ეკლესია სოფელ დიღომში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თეთრი გიორგის ეკლესია''' - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ...)
 
(წყარო)
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[კატეგორია:თბილისის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:თბილისის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები]]
 
[[კატეგორია:წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები]]
 +
[[კატეგორია:დარბაზული ეკლესიები]]

23:09, 12 სექტემბერი 2020-ის ვერსია

თეთრი გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ დიღმის სამხრეთ-დასავლეთით, მთაზე. შესასვლელის თავზე, მოზრდილ ნაცრისფერ ქვაზე ამოკვეთილი მხედრული წარწერის მიხედვით, ეკლესია 1863 წელს აუშენებია ვინმე ზაქარიას.

ეკლესია დარბაზულია (7,15X5,1 მ), ნაგებია საშუალო ზომის თლილი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც ერთი სარკმელია. თითო სარკმელი სამხრეთისა და დასავლეთის კედლებშია დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. ინტერიერში კედლები და კამარა შელესილია. ბათქაშის კვალი გარედანაც ეტყობა კედლებს.

ეკლესიის ირგვლივ ძველი სასაფლაოა. აქ მრავლადაა XIX საუკუნის წარწერიანი და მარტივრელიეფიანი საფლავის ქვები.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები