შალვა აბრამიშვილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''შალვა აბრამიშვილი''' - (26. 08. 1903, დაბა თიანეთი – 05. 04. 1973, ქ. თბილისი), ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აბრამიშვილი შალვა“ გადაიტანა გვერდზე „შალვა აბრამიშვილი“) |
11:07, 6 სექტემბერი 2020-ის ვერსია
შალვა აბრამიშვილი - (26. 08. 1903, დაბა თიანეთი – 05. 04. 1973, ქ. თბილისი), ქართველი მხატვარ-რესტავრატორი, ასლების გადამღები, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961).
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1929). 1930 წლიდან მუშაობდა მხატვარ-რესტავრატორად. აღადგინა შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლი (ალავერდი, გელათი, ყინწვისი, ვარძია, ვანის ქვაბები, უდაბნო, წალენჯიხა, კორცხელი, ნეკრესი, სამთავისი, სამთავრო). მისივე ხელმძღვანელობით მოიხსნა და საგანგებოდ - იქნა დაცული წილკნისა და ზედაზნის ფრესკები, სვეტიცხოვლის მხატვრობის ნაწილი.
- თ. ხოშტარია