დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია (დარბაზული IX-X ს.)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს  [[საქართველო]]ში,  [[შიდა ქართლი]]ს  მხარეში, [[გორი]]ს მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 20 კმ-ში, მდინარე მეჯუდას მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ [[დიდი მეჯვრისხევი]]ს აღმოსავლეთით,  ძველ  სასაფლაოზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით.
+
'''დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს  [[საქართველო]]ში,  [[შიდა ქართლი]]ს  მხარეში, [[გორის მუნიციპალიტეტი|გორის მუნიციპალიტეტში]], მისგან ჩრდილოეთით 20 კილომეტრში, მდინარე მეჯუდას მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ [[დიდი მეჯვრისხევი]]ს აღმოსავლეთით,  ძველ  სასაფლაოზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით.
  
 
====აღწერილობა====
 
====აღწერილობა====

16:55, 2 სექტემბერი 2020-ის ვერსია

დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 20 კილომეტრში, მდინარე მეჯუდას მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ დიდი მეჯვრისხევის აღმოსავლეთით, ძველ სასაფლაოზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (9,35X5,35 მ), ნაგებია ქვიშაქვის დიდი ქვებით. სატრიუმფო და საბჯენი თაღები გათლილი შირიმისაა. შიგნიდან არქიტრავიანი, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია; საკურთხეველი ქვემოთ სწორკუთხაა, ზემოთ კი კონქის საფუძვლის ნალისებრ ფორმაში გადადის. ამის გამო საკურთხეველთან მიმდებარე პილასტრები ზემოთკენ თხელდება და გარკვეულ სიმაღლეზე აფსიდის კედლის სიბრტყეს უსწორდება. სამხრეთ კედელში ორი სწორკუთხა სარკმელია. სატრიუმფო თაღი თაროსებრ იმპოსტებს ეყრდნობა, ცილინდრული კამარა – პილასტრებზე დაყრდნობილ საბჯენ თაღს. დასავლეთ კედლის შეკიდული საბჯენი თაღი შეტეხილი ფორმისაა. ეკლესია შიგნით შელესილია.

აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელს ზემოდან შემოვლებული აქვს გლუვი ლილვი, რომელიც ქვემოთ ჰორიზონტალური გადანაკეცით მთავრდება. ლილვს ზემოთ რელიეფური ჯვარია. ეკლესიას თაროსებრი ლავგარდანი აქვს. სახურავი ორფერდაა.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები