თერსიტესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 14: ხაზი 14:
 
ჰომეროსის „ილიადაში“ თერსიტესი წარმოსახულია შემზარავ, კუზიან, კოჭლ, მელოტ და ყბედ კაცად. გვიანი ხანის
 
ჰომეროსის „ილიადაში“ თერსიტესი წარმოსახულია შემზარავ, კუზიან, კოჭლ, მელოტ და ყბედ კაცად. გვიანი ხანის
 
მითებში მას წარჩინებულთა ჩამომავლადაც წარმოადგენდნენ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, თერსიტესს კლავს აქილევსი იმის
 
მითებში მას წარჩინებულთა ჩამომავლადაც წარმოადგენდნენ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, თერსიტესს კლავს აქილევსი იმის
გამო, რომ გაბედა მისი დაცინვა და შეურაცხყო [[ამაძონები|ამორძალთა]] დედოფალ [[პენთესილეა]]სთან ორთაბრძოლაში დაღუპული მებრძოლის გვამი.
+
გამო, რომ გაბედა მისი დაცინვა და შეურაცხყო [[ამორძალები|ამორძალთა]] დედოფალ [[პენთესილეა]]სთან ორთაბრძოლაში დაღუპული მებრძოლის გვამი.
  
  

15:38, 29 ნოემბერი 2016-ის ვერსია

ოდისევსი, აგამემნონი და თერსიტესი
თერსიტესი ჰომეროსის „ილიადაში“

თერსიტესი(ბერძნ.) ტროას ომის მონაწილე, უბრალო მოდგმის აქაველი მებრძოლი.


თერსიტესი მტრობდა აქილევსსა და ოდისევსს. ერთხელ, როდესაც მთელი ლაშქარი ტროას მისადგომებთან შეიკრიბა, თერსიტესმა შეურაცხყოფა მიაყენა მხედართმთავარ აგამემნონს. იგი ადანაშაულებდა მეფეს იმაში, რომ ნადავლის დიდ ნაწილს ითვისებდა. ოდისევსმა შეუბრალებლად მიბეგვა ეს მდაბიო მეომარი.


ტროას ბრძოლიდან მეათე წელს თერსიტესმა მოუწოდა მხედართმთავრებს, ზავი დაედოთ ტროელებთან, მაგრამ აქაც არ დაინდო იგი ოდისევსმა და მასხრად აიგდო.


ჰომეროსის „ილიადაში“ თერსიტესი წარმოსახულია შემზარავ, კუზიან, კოჭლ, მელოტ და ყბედ კაცად. გვიანი ხანის მითებში მას წარჩინებულთა ჩამომავლადაც წარმოადგენდნენ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, თერსიტესს კლავს აქილევსი იმის გამო, რომ გაბედა მისი დაცინვა და შეურაცხყო ამორძალთა დედოფალ პენთესილეასთან ორთაბრძოლაში დაღუპული მებრძოლის გვამი.


თერსიტესი გამოსახული ყოფილა დელფოს ერთ-ერთ კედელზე, სადაც იგი ოდისევსის სხვა მტრებთან ერთად კოჭს თამაშობს.


გადატანითი მნიშვნელობით თერსიტესს უწოდებენ უხეშ, ბოროტსა და უთავს ადამიანს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები