გილფორდი ჯოი პოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯოი პოლ გილფორდი“ გადაიტანა გვერდზე „გილფორდი ჯოი პოლ“ გადამი...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 7: ხაზი 7:
 
სწავლობდა ნებრასკისა და კორნელის უნივერსიტეტებში [[ტიტჩენერი ედვარდ ბრედფორდ|ე. ტიტჩენერისა]] და [[კოფკა კურტი|კ. კოფკას]] ხელმძღვანელობით. ასწავლიდა კანზასის, ნებრასკას და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტებში. იყო ფსიქომეტრული საზოგადოების (1938), დასავლეთის ფსიქოლოგიური ასოციაციის (1946), ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის (1949) პრეზიდენტი.
 
გილფორდმა უარყო [[სპირმენი ჩარლზ ედვარდ|ჩ. სპირმენის]] ერთფაქტორიანი/ორფაქტორიანი თეორია ინტელექტზე. მან უკუსგდო „გენერალური ფაქტორი” და მხოლოდ სპეციფიკურ ინტელქტუალურ უნარ-თვისებათა არსებობა დაუშვა. თავის რთულ, „სივრცულ”, „კუბურ” მოდელში 150 უჯრედია, თვითეულს გარკვეული ინტელექტუალური უნარ-თვისება შეესაბამება (ინტელექტის სამგანზომილებიანი სტრუქტურის მოდელი). მათგან 105-ის შესასწავლად გილფორდმა კოლეგებთან ერთად სპეციალური ტესტები შექმნა.
+
გილფორდმა უარყო [[სპირმენი ჩარლზ ედვარდ|ჩ. სპირმენის]] ერთფაქტორიანი/ორფაქტორიანი თეორია ინტელექტზე. მან უკუსგდო „გენერალური ფაქტორი” და მხოლოდ სპეციფიკურ ინტელქტუალურ უნარ-თვისებათა არსებობა დაუშვა. თავის რთულ, „სივრცულ”, „კუბურ” მოდელში 150 უჯრედია, თვითეულს გარკვეული ინტელექტუალური უნარ-თვისება შეესაბამება {ინტელექტის სამგანზომილებიანი სტრუქტურის მოდელი}. მათგან 105-ის შესასწავლად გილფორდმა კოლეგებთან ერთად სპეციალური ტესტები შექმნა.
  
გილფორდს მიაჩნია, რომ ინტელექტის ტესტებით გაზომილი ინტელექტის კოეფიციენტი აფასებს კონვერგენციულ აზროვნებას. ხოლო შემოქმედებითობა უკავშირდება დივერგენციულ აზროვნებას.
 
გილფორდს მიაჩნია, რომ ინტელექტის ტესტებით გაზომილი ინტელექტის კოეფიციენტი აფასებს კონვერგენციულ აზროვნებას. ხოლო შემოქმედებითობა უკავშირდება დივერგენციულ აზროვნებას.
ხაზი 20: ხაზი 20:
 
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.</small>
 
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.</small>
  
+
[[კატეგორია:შემოქმედებითობა]]
 
[[კატეგორია:ამერიკელი ფსიქოლოგები]]
 
[[კატეგორია:ამერიკელი ფსიქოლოგები]]
 
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]

მიმდინარე ცვლილება 15:22, 27 ივლისი 2020 მდგომარეობით

გილფორდი ჯოი პოლ

გილფორდი ჯოი პოლ - Guilford Joy Paul, Гилфорд Джо Пол, 1897-1987

ამერიკელი ფსიქოლოგი, ინტელექტის მრავალფაქტორიანი მოდელისა და შემოქმედების ფსიქოლოგიის ერთერთი ფუძემდებელი. შეიტანა დიდი წვლილი ფსიქომეტრული მეთოდების სრულყოფის საქმეში.

სწავლობდა ნებრასკისა და კორნელის უნივერსიტეტებში ე. ტიტჩენერისა და კ. კოფკას ხელმძღვანელობით. ასწავლიდა კანზასის, ნებრასკას და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტებში. იყო ფსიქომეტრული საზოგადოების (1938), დასავლეთის ფსიქოლოგიური ასოციაციის (1946), ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის (1949) პრეზიდენტი.

გილფორდმა უარყო ჩ. სპირმენის ერთფაქტორიანი/ორფაქტორიანი თეორია ინტელექტზე. მან უკუსგდო „გენერალური ფაქტორი” და მხოლოდ სპეციფიკურ ინტელქტუალურ უნარ-თვისებათა არსებობა დაუშვა. თავის რთულ, „სივრცულ”, „კუბურ” მოდელში 150 უჯრედია, თვითეულს გარკვეული ინტელექტუალური უნარ-თვისება შეესაბამება {ინტელექტის სამგანზომილებიანი სტრუქტურის მოდელი}. მათგან 105-ის შესასწავლად გილფორდმა კოლეგებთან ერთად სპეციალური ტესტები შექმნა.

გილფორდს მიაჩნია, რომ ინტელექტის ტესტებით გაზომილი ინტელექტის კოეფიციენტი აფასებს კონვერგენციულ აზროვნებას. ხოლო შემოქმედებითობა უკავშირდება დივერგენციულ აზროვნებას.

გილფორდი ინტელექტის, შემოქმედებისა და პიროვნების კვლევის ფსიქომეტრული მიმართულების ერთერთი ლიდერია. მან შექმნა მრავალი ტესტი, რომლებიც ზომავს დივერგენციულ, შემოქმედებით აზროვნებას, შემოქმედებით პიროვნებათა ინტელექტუალურ უნარებს. ეს მეთოდები ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში ინჟინრების, მეცნიერ მუშაკებისა თუ ნიჭიერი სტუდენტების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის მიზნით.

[რედაქტირება] წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები