კახიანი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „კახიანი გიორგი“ გადაიტანა გვერდზე „გიორგი კახიანი“) |
01:19, 30 მაისი 2020-ის ვერსია
გიორგი კახიანი – დაიბადა 1973 წლის 12 ოქტომბერს თბილისში. — იურისტი და პოლიტიკოსი, სამართლის დოქტორი.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1995).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე (1999-2004).
- ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას (2004-2005);
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი (2005-2007);
- თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2013 წლის მაისიდან – 2016): მაჟორიტარი, №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2019-), საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი.