პლომბიერის შეთანხმება 1858

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პლომბიერის შეთანხმება 1858''' – საიდუმლო ხელშეკრულება [[საფრან...)
 
(წყარო)
 
ხაზი 8: ხაზი 8:
 
[[კატეგორია:საერთაშორისო ხელშეკრულებები]]
 
[[კატეგორია:საერთაშორისო ხელშეკრულებები]]
 
[[კატეგორია:საიდუმლო ხელშეკრულებები]]
 
[[კატეგორია:საიდუმლო ხელშეკრულებები]]
[[კატეგორია:საფრანგეთ-სარდინიის საერთაშორისო ხელშეკრულებები]]
+
[[კატეგორია:საფრანგეთ-სარდინიის ხელშეკრულებები]]

მიმდინარე ცვლილება 15:29, 15 ივლისი 2024 მდგომარეობით

პლომბიერის შეთანხმება 1858 – საიდუმლო ხელშეკრულება საფრანგეთსა და სარდინიის სამეფოს (პიემოსტს) შორის კავშირის შესახებ ავსტრიის წინააღმდეგ ომისათვის. ხელი მოაწურეს 21.VII პლომბიერში (ქ. ეპინალის მახლობლად, საფრანგეთი) იმპერატორმა ნაპოლეონ III-მ და კ. ბ. კავურმა.

შეთანხმების მიხედვით, ნაპოლეონ III სარდინიის სამეფოს ჰპირდებოდა სამხედრო დახმარებას ავსტრიის ბატონობისაგან ლომბარდიისა და ვენეციის განთავისუფლების და ჩრდილოიტალიური სახელმწიფოს შექმნისათვის სავოიის დინასტიის მეთაურობით, ამის სანაცვლოდ კავურმა იკისრა, გადაეცა საფრანგეთისთვის საეოია და ნიცა. თუმცა ავსტრიის წინააღმდეგ სარდინიის სამეფოსა და საფრანგეთის ომის დროს (1859, აპრილი) ნაპოლეონ III-მ, რომელიც შეშინდა იტალიაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფართო ხასიათით, უღალატა თავის მოკავშირეს და 11.VII.1859 ავსტრიასთან დადო სეპარატული ვილაფრანკის ზავი, რომლის თანახმად, ვენეცია დარჩა ავსტრიის მფლობელობაში.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები