დავით VIII

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დავით VIII''' − საქართველოს მეფე 1293-1311 წლებში, [[დემეტრე II თავდად...)
 
ხაზი 2: ხაზი 2:
  
  
XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოში შინაპოლიტიკური ბრძოლა განსაკუთრებული გამწვავებით აღინიშნა. დროის მცირე მონაკვეთში აღმოსავლეთ საქართველოში დავით VIII-ს გარდა რამდენიმე სრული ძალაუფლების მქონე მეფე მოღვაწეობს: ვახტანგ III (1298-1304), გიორგი V (1299-1318), გიორგი VI (1308-1318), დასავლეთ საქართველოში - კონსტანტინე და მიქაელი. ამრიგად, იურიდიულად, ჯერ კიდევ ერთიანი საქართველოს სამეფოში 1298-1318 წლებში ერთდროულად რამდენიმე მეფის „ხელმწიფობაა“ დადასტურებული. საქართველოს ასეთი რთული საშინაო ვითარება გამოწვეულია მისი საგარეო მდგომარეობით. პოლიტიკურად საქართველო ილხანთა მონღოლურ [[სახელმწიფო]]ზე დამოკიდებულ სამეფოდ რჩება, „გურჯისტანის ვილაიეთის“ სახელწოდებით. მონღოლთა სახელმწიფოს გამუდმებული [[ბრძოლა|ბრძოლები]] მეზობელ ქვეყნებთან, შიდაფეოდალური ბრძოლები, [[ეკონომიკური კრიზისი]] უშუალო გავლენას ახდენს საქართველოს სახელმწიფოზე და განაპირობებს მის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას.
+
XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოში შინაპოლიტიკური ბრძოლა განსაკუთრებული გამწვავებით აღინიშნა. დროის მცირე მონაკვეთში აღმოსავლეთ საქართველოში დავით VIII-ს გარდა რამდენიმე სრული ძალაუფლების მქონე მეფე მოღვაწეობს: ვახტანგ III (1298-1304), [[გიორგი V ბრწყინვალე|გიორგი V]] (1299-1318), გიორგი VI (1308-1318), დასავლეთ საქართველოში - კონსტანტინე და მიქაელი. ამრიგად, იურიდიულად, ჯერ კიდევ ერთიანი საქართველოს სამეფოში 1298-1318 წლებში ერთდროულად რამდენიმე მეფის „ხელმწიფობაა“ დადასტურებული. საქართველოს ასეთი რთული საშინაო ვითარება გამოწვეულია მისი საგარეო მდგომარეობით. პოლიტიკურად საქართველო ილხანთა მონღოლურ [[სახელმწიფო]]ზე დამოკიდებულ სამეფოდ რჩება, „გურჯისტანის ვილაიეთის“ სახელწოდებით. მონღოლთა სახელმწიფოს გამუდმებული [[ბრძოლა|ბრძოლები]] მეზობელ ქვეყნებთან, შიდაფეოდალური ბრძოლები, [[ეკონომიკური კრიზისი]] უშუალო გავლენას ახდენს საქართველოს სახელმწიფოზე და განაპირობებს მის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას.
  
 
1293 წელს ქეიღათუ ხანმა (1291-1296) საქართველოს (რეალურად აღმოსავლეთ საქართველოს) მეფედ დავით VIII დაამტკიცა, რადგან იგი ქეიღათუს მიერ რუმის (მცირე აზია) აჯანყების ჩასაქრობად მოწყობილ [[ლაშქრობა]]ში მონაწილეობდა. დავითი სამეფო ტახტის დაკავების შემდეგ, ყველა ღონეს ხმარობს, რათა ილხანთა სახელმწიფოს შინააშლილობა და ოქროს ურდოსთან დაპირისპირება თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენოს. იგი მიმართავს, როგორც დიპლომატიური მოლაპარაკების გზას, ასევე [[აჯანყება]]ს, აშკარა დაპირისპირებას, შეურიგებელ წინააღმდეგობას.
 
1293 წელს ქეიღათუ ხანმა (1291-1296) საქართველოს (რეალურად აღმოსავლეთ საქართველოს) მეფედ დავით VIII დაამტკიცა, რადგან იგი ქეიღათუს მიერ რუმის (მცირე აზია) აჯანყების ჩასაქრობად მოწყობილ [[ლაშქრობა]]ში მონაწილეობდა. დავითი სამეფო ტახტის დაკავების შემდეგ, ყველა ღონეს ხმარობს, რათა ილხანთა სახელმწიფოს შინააშლილობა და ოქროს ურდოსთან დაპირისპირება თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენოს. იგი მიმართავს, როგორც დიპლომატიური მოლაპარაკების გზას, ასევე [[აჯანყება]]ს, აშკარა დაპირისპირებას, შეურიგებელ წინააღმდეგობას.

01:58, 21 ივნისი 2024-ის ვერსია

დავით VIIIსაქართველოს მეფე 1293-1311 წლებში, დემეტრე II-ს ძე.


XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოში შინაპოლიტიკური ბრძოლა განსაკუთრებული გამწვავებით აღინიშნა. დროის მცირე მონაკვეთში აღმოსავლეთ საქართველოში დავით VIII-ს გარდა რამდენიმე სრული ძალაუფლების მქონე მეფე მოღვაწეობს: ვახტანგ III (1298-1304), გიორგი V (1299-1318), გიორგი VI (1308-1318), დასავლეთ საქართველოში - კონსტანტინე და მიქაელი. ამრიგად, იურიდიულად, ჯერ კიდევ ერთიანი საქართველოს სამეფოში 1298-1318 წლებში ერთდროულად რამდენიმე მეფის „ხელმწიფობაა“ დადასტურებული. საქართველოს ასეთი რთული საშინაო ვითარება გამოწვეულია მისი საგარეო მდგომარეობით. პოლიტიკურად საქართველო ილხანთა მონღოლურ სახელმწიფოზე დამოკიდებულ სამეფოდ რჩება, „გურჯისტანის ვილაიეთის“ სახელწოდებით. მონღოლთა სახელმწიფოს გამუდმებული ბრძოლები მეზობელ ქვეყნებთან, შიდაფეოდალური ბრძოლები, ეკონომიკური კრიზისი უშუალო გავლენას ახდენს საქართველოს სახელმწიფოზე და განაპირობებს მის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას.

1293 წელს ქეიღათუ ხანმა (1291-1296) საქართველოს (რეალურად აღმოსავლეთ საქართველოს) მეფედ დავით VIII დაამტკიცა, რადგან იგი ქეიღათუს მიერ რუმის (მცირე აზია) აჯანყების ჩასაქრობად მოწყობილ ლაშქრობაში მონაწილეობდა. დავითი სამეფო ტახტის დაკავების შემდეგ, ყველა ღონეს ხმარობს, რათა ილხანთა სახელმწიფოს შინააშლილობა და ოქროს ურდოსთან დაპირისპირება თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენოს. იგი მიმართავს, როგორც დიპლომატიური მოლაპარაკების გზას, ასევე აჯანყებას, აშკარა დაპირისპირებას, შეურიგებელ წინააღმდეგობას.

დავით VIII აქტიურ მონაწილეობას იღებდა ილხანთა ნოინების მიერ ქეიღათუ ყაენის წინააღმდეგ აჯანყებაში და მხარს უჭერს ბატონიშვილ ბაიდუს გაყაენებას. ამ მხარდაჭერისათვის იგი იბრუნებს დმანისს, რომელიც თავის დროზე სადუნ მანკაბერდელმა დემეტრე II-ს გამოსტყუა და თავის შთამომავლებს გადასცა. მართალია, 1295 წელს ბაიდუ გაყაენდა, მაგრამ იგი მალევე ყაზანმა მოაკვლევინა და თვითონ დაჯდა ტახტზე. ყაზანის გაყაენებით (1295-1304) საილხანოში არსებული ანარქია დასრულდა. მონღოლური წესის მიხედვით, ბაიდუს მოკვლასთან ერთად მისი მომხრე ნოინებიც დაისაჯნენ, ამდენად დავით VIII-საც სახიფათო მდგომარეობა შეექმნა. ყაზანმა 1297 წლის ნოემბერში დავითი ურდოში დაიბარა. ვაზირთა რჩევის მიუხედავად, მეფე არ ეახლა მას, აჯანყდა და მომხრე ფეოდალებთან ერთად მთიულეთს შეეხიზნა. გაამაგრა ჟინვანი, „შეკრა სიბა და მცველნი დაუდგინა“, თვითონ მოდინახეს ციხეში დადგა. დავით VIII ცდილობს გამოიყენოს ოქროს ურდო ყაზანის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მიზნით იგი თავის ძმას, ვახტანგს, დიპლომატიური მისიით აგზავნის ყაენთან. მას პოლიტიკურ კავშირს და ირანში შესასვლელ უმოკლეს გზას, დარიალს სთავაზობს, რისთვისაც ოქროს ურდოს ყაენმა იგი „კეთილად შეიწყნარა და უქადა ქუეყანა და საჭურჭლე მრავალი“. ამგვარად, აჯანყებული მეფე ილხანთა ყაენისათვის მეტად საშიში მეტოქე ხდება.

ყაზან-ყაენმა დავითთან დაზავების მიზნით საქართველოში ნოინი ხუტლუშა წარმოგზავნა, რომელიც „დადგა ტფილისს“ დაიწყო მოლაპარაკება, მონღოლებმა ქართველებისაგან ითხოვეს „კაცნი სარწმუნო მისანდობელად“. დავით VIII აგზავნის კათალიკოს აბრაჰამს. ივანე ბურსულს, თბილელ ყადს. მათ საპასუხოდ „მისცეს ბეჭედი ყაენისა და სიმტკიცე უვნებლობისა“. როგორც ჩანს, დავითი არ ენდო ილხანს და ოქროს ურდოსთან 1298 წელს მოლაპარაკება განაახლა. ყაზან-ყაენი ისევ ცდილობს დავითთან დაზავებას, მაგრამ ამაოდ. ამ ხნის განმავლობაში მონღოლთა დამსჯელი რაზმები აოხრებენ საქართველოს კუთხეებს, განსაკუთრებით იმ ადგილებს, სადაც მეფე იმალება. ჟამთააღმწერელი დაწვრილებით აღწერს არსებულ ვითარებას. ურდოდან მოსულმა ურიცხვმა ლაშქარმა მოარბია სომხეთი, ქართლი, თრიალეთი, ერწო, დაბანაკდა მუხრანში და თიანეთი დაიკავა. ამ ვრცელი ტერიტორიიდან ისინი მარბიელი ლაშქრობით საქართველოს ძარცვა-გაპარტახებას შეუდგნენ, რაც შემოდგომა-ზაფხულს მეორდებოდა. ასეთმა თარეშმა უმძიმესი შედეგი გამოიღო. „არა იყო თესვა და არცა შენება ყოვლად“, ჩრდილოკავკასიური ტომებით შევიწროებულმა ოსურ ტომთა ბელადებმა მარჯვედ ისარგებლეს ილხანთა ურდოს მხარდაჭერით და აჯანყების ცეცხლში გახვეული ქართლის პოლიტიკური დასუსტებით. მათ დაიჭირეს ლიახვის ხეობა და შიდა ქართლსაც შემოუტიეს. ქართველ აზნაურთა მიწისმფლობელობა საფრთხის წინაშე დადგა და ისიც თავდაუზოგავად იბრძვის.

მიუხედავად მონღოლთა მრავალგზის შემოტევისა, დავით VIII-მ მოახერხა მის ხელთ არსებული ძალების სწორი ორგანიზება. როგორც გამოცდილმა მხედართმთავარმა, კარგად იცოდა მონღოლური ბრძოლის წესები, რომელთაც იგი ილხანთა კარზე ყოფნისას დაეუფლა (1289 წელს იგი დემეტრე II-მ ილხანთა ურდოსი წაიყვანა). დავით VIII-მ ხადაში ამოსულ მონღოლებს პარტიზანული ბრძოლები გაუმართა, გამაგრდა ციკარეში. ქართველებმა მონღოლები ისეთ ადგილებში მოაქციეს, რომ „ქუეითად იბრძოდნენ თათარნი“, რამაც მათი დამარცხება გამოიწვია. დავითმა ცხავატში ხუთასი მონღოლი გაწყვიტა.

რადგან ყაზან-ყაენმა დავითი ვერ დაიჭირა და ვერც დაიმორჩილა მის ხელისუფლებას ძმები დაუპირისპირა. მონღოლებმა ვახტანგი (III) და გიორგი (V) გაამეფეს და რეალური ძალაუფლება მიანიჭეს. ამის საფუძველზე 1302 წელს მოხდა გარკვეული შეთანხმება. დავით ყაენმა სამმართველოდ ჯავახეთი და ალასტანი მისცა, სადაც დაფუძნდა კიდეც. აქედან იწყება დავით VIII-ის მოღვაწეობაში ახალი დიპლომატიური ხაზი. დავითი იწყებს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გასათავისუფლებლად. 1301-1304 წლებში ეგვიპტის სულთანის კარმა სამჯერ დაამარცხა ყაან-ყაენისა და ვახტანგ III -ის გაერთიანებული ლაშქარი. აშკარაა, რომ ილხანებს აღარ შესწევთ ძალა სირია-პალესტინის დაპყრობისა. დავით VIII-ის კარის დიპლომატია ითვალისწინებს ამ მომენტს და მოლაპარაკებებს აწარმოებს ეგვიპტესთან, რომელთანაც ახალ ურთიერთობას ამყარებს.

დავით VIII-მ ამ ურთიერთობაში კონსტანტინოპოლიც ჩართო: საქართველოს მეფის დესპანების თხოვნა ანდრონიკე II-მ (1282-1328) დააკმაყოფილა და თავისი ელჩები გააყოლა ეგვიპტეს. აღნიშნული მისიის საშუალებით საქართველომ, ჯვრის მონასტრის განთავისუფლების თხოვნასთან ერთად, ეგვიპტის სულთანს მოკავშირეობა აღუთქვა.

1305 წელს ქართველთა ელჩობა წარმატებით დასრულდა. ეგვიპტემ დააკმაყოფილა დავით VIII-ის თხოვნა და ქართველებს წმინდა სალოცავი დაუბრუნა. ეგვიპტის „სწავლული ხალხის“ გადაწყვეტილების საფუძველზე იერუსალიმის ჯვრის მონასტერი გადაეცათ ქართველებს და აღდგენილ იქნა იერუსალიმში გაშლილი ეროვნული დროშებით შესვლა, გათავისუფლება ყოველგვარი გადასახადისგან. უფლება ცხენზე სწორად ამხედრებისა. ამ ფაქტს ივ. ჯავახიშვილი „დიპლომატიურ გამარჯვებას“ უწოდებს.

1331 წელს დავით VIII გარდაიცვალა. მისმა მფლობელობამ ჯავახეთსა და ალასტანში საფუძველი დაუდო აღასტანელი „პროინციის მეფეების“ შტოს ჩამოყალიბებას.

დავით VIII-ის მოღვაწეობა თანამედროვე ისტორიოგრაფიაში შეფასებულია, როგორც წინა ეტაპი და მოსამზადებელი ხანა გიორგი ბრწყინვალის დიპლომატიისათვის, რასაც საქართველოში მონღოლთა ბატონობის დასრულება მოჰყვა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები