ჰიდრომექანიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰიდრომექანიკა – მექანიკის ქვედარგი, რომელიც შეისწავლის პრაქტიკულად არაკუმშვადი სითხის მოძრაობასა და წონასწორობას. ამის შესაბამისად ჰიდრომექანიკა იყოფა ჰიდროდინამიკად და ჰიდროსტატიკად. ხშირად ტერმინ „ჰიდრომექანიკაში“ გულისხმობენ ჰიდროაერომექანიკას მთლიანად.