ჰაომა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰაომა – (ირან.) „ნაწური“, და რელიგიაში გამაბრუებელი რიტუალური სასმელი, რომელიც მზადდება ამავე სახელწოდების მცენარისგან; მისი გემოს ხილვა ინახავს ჯანმრთელობას, ახანგრძლივებს სიცოცხლეს და უკვდავებასაც კი ანიჭებს მორწმუნეს.
ჰაომა, ზოგიერთი გადმოცემით, წარმოდგენილია ღვთაებად, რომელიც ღმერთებმა დაგლიჯეს, რათა მისი სხეულისგან აჰურა-მაზდასთვის შესაწირავი ღვთიური წვენი დაწურულიყო. ჰაომას რძეში შერევა სიმბოლურად ზარათუშთრას გამოჩენას გამოხატავს. მისი საშუალებით იგი ამარცხებს დევებს და ავსულებს, ძლევს სიცრუესა და მტრობას. ინდურ მითოლოგიაში მას სომა შეესატყვისება.