ჯეშტის ჩქუჩი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯეშტის ჩქუჩი − ხის ბრტყელი და სწორპირიანი ჩაქუჩი, რომელიც თუნუქის, ძირითადად, ალუმინის ფურცელზე სამუშაოდ გამოიყენებოდა. მას მაგარი ხისაგან ამზადებდნენ. მიჩნეოდა, რომ ლითონზე სამუშაოდ აუცილებელი იყო ხის ჩაქუჩი, რომელიც თუნუქს დამუშავებისას არ აფუჭებდა.