ჯაფარიძე თამაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თამაზ ჯაფარიძე – დაიბადა 1956 წლის 3 აპრილს ონში. — თეატრისა და კინოს მსახიობი.
განათლება – თბილისის თეატრალური ინსტიტუტი.
სამუშაო გამოცდილება
- ონის კულტურის განყოფილება, გამგე (1977-1978)
- თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი, მსახიობი (1982-1987)
- სანდრო ახმეტელის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი, მსახიობი (1987-)
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №43 ონის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი.