ჯავახიშვილი გიორგი (დიპლომატი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი ჯავახიშვილი – (დ. 1941), დიპლომატი.

თბილისის 43-ე საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1968 დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1971 – სადოქტორო დისერტაცია. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კათედრაზე. 1978-დან მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ კომიტეტში. 1982-84 იყო თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის რექტორი. 1984-90 ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი. 1990-95 – გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) საქართველოს წარმომადგენლობის უფროსი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები