ხორალდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხორალდარ-ი (ოს. Хорæлдар – „პურის ბატონი“) – პურეული მარცვლოვნებისა და მოსავლის მფარველი ღვთაება, ბორხვარალის მამა (ზოგჯერ გაიგივებულია ბორხვარალთან).

ფოლკლორსა და მითოლოგიაში მამა-შვილს ანთროპომორფული სახე აქვთ, მეგობრობენ ადამიანებთან, ხშირად სტუმრობენ მათ ოჯახებს. მიწათმოქმედი ოსები მათ ხვნა-თესვაში თანადგომას სთხოვენ და ღვთაებებიც არ ზარდებიან: ხორალდარი ფალვარას ნაჩუქარი შავი და თეთრი ხარებით ხნავს სავარგულებს. ოსების რწმენით, ხორალდარი უზენაესი ღმერთის ახლობელია და მის სახლში ცხოვრობს. იგი არის ნართული ეპოსის ის პერსონაჟიც, რომელიც ნართებმა ორჯერ გაანაწყენეს და ორჯერვე დიდი უბედურება დაატყდათ.

ოსურ Хорæлдар-ს უკავშირდება ბალყარელების მოსავლის ღვთაების სახელი ხარდარი.


ლიტერატურა

  • В. Х. Кое-что о дигорцах // Кавказ. 1887. № 339, 340;
  • Чибиров Л. А. Народный земледельческий календарь осетин. Цхинвали, 1976;
  • Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995;
  • Уарзиати В. С., Чибиров Л. А. Календарная и праздничная обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები