ხოლერის ლექი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ხოლერის ლექსი“ – გასული საუკუნის მესტვირეთა რეპერტუარსა და ქალაქის პოეზიაში გავრცელებული ლექსი. დაბეჭდილია რამდენჯერმე სახალხო წიგნების სერიაში როგორც ცალკე, ისე „არსენას ლექსთან“ ერთად. „ხოლერის ლექსში“ ასახულია ქოლერის 1830 წ. ეპიდემია საქართველოში „დიდი ხორველის“, სახელწოდებით ცნობილი. ძირითადი ბირთვი „ხოლერის ლექსი“ უნდა შექმნილიყო ეპიდემიის პერიოდში. ქოლერის ეპიდემიას ადგილი ჰქონდა შემდგომ წლებშიც. იგი ლიტერატურაშიც აისახა (ა. წერეთელი).

ვ. მაცაბერიძე



ლიტერატურა

  • ხორველის ლექსი, 1880;
  • გივიშვილი დ., წალკოტი, 1876;
  • ხორველის ლექსი და სხვადასხვა მესტვირული ლექსები, არსენას ლექსი, 1885;
  • წერეთელი ა., ხოლერა, 1892.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები