ხირხალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხირხალი − კიბე, მთლიანი ხის მორი, რომელსაც ტოტები ბოლომდე არ ჰქონდა შეჭრილი. მის გასაკეთებლად, ძირითადად, ნაძვის ხის წვეროს – ნაწვერალას არჩევდნენ. ნახევრად შეჭრილი ტოტები საფეხურებსა და სახელურებს წარმოადგენდა და კიბის დანიშნულებით გამოიყენებოდა. ზოგჯერ, ტორებშეჭრილი ხის მორი სახლზე გარედან იყო მიდგმული და სახურავზე ასასვლელად გამოიყენებოდა.
ლიტერატურა
ადამია, 1956:96-97.