ჭარნალი (მდინარე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჭარნალი – მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭოროხის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 12,3 კმ, მდინარის აუზის ფართობი 25,3 კმ². სათავე აქვს პონტოს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე 1142 მ სიმაღლეზე. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. დამახასიათებელია წყალმოვარდნები მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,6 მ³/წმ.
წყარო
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია