ძარღვა სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Dzargva soko.PNG

ძარღვა სოკო (ლათ. Gomphus clavatus (Pers.) S. F. Gray. რუს. Свиное ухо)

ნაყოფსხეული – უკუღმა კონუსისებურია, თავზე წაკვეთილივითაა; ზედაპირი ჯერ სწორია, შემდეგ კი – ჩაზნექილი ან ძაბრისებრი.

ქუდი თანდათან გადადის ფეხში, რომელსაც ძირამდე დაუყვება სიგრძივი ანასტომიზებული, ნაოჭიანი ჰიმენიალური შრე. ნაყოფ-სხეული მთლიანად მოიისფროა ან მოყვითალო-მოყავისფრო.

ფეხი – 1-5 სმ სიგრძისა და 1-3 სმ სისქისაა; ღია იისფერია, შემდეგ კი უფერულდება.

სპორები – ელიფსისებრია, ჟანგისფერ-მოყვითალო, 10-12X4-5 მკმ.

იზრდება წიწვიან ტყეში ნიადაგზე ჯგუფურად ზაფხულ-შემოდგომით.

გამოიყენება საჭმელად ახალი, მოხრაკული და დამუჟუჟებული.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები