ჩხეიძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩხეიძე გიორგი

ჩხეიძე გიორგი – (Chkheidze George), ქართველი დიპლომატი, 2010-2012 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში
დაიბადა 13 დეკემბერი, 1963 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
1982-1986 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება:
1986-1994 – საქართველოს ბეჭდვითი მედიის კორესპონდენტის, რედაქტორის მოადგილე (შემდგომში რედაქტორის თანამდებობა);
07/10/1994-01/11/1995 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის მეორე მდივანი, პირველი მდივანი;
01/11/1995-01/06/1999 – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დეპარტამანეტის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს მეორე მდივანი, ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსის მოადგილე, ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
01/06/1999-12/11/1999 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის დეპარტამენტის დირექტორი;
12/11/1999-15/01/2004 – საქართველოს საელჩო რუსეთის ფედერაციაში – მრჩეველი, უფროსი მრჩეველი;
15/01/2004-05/04/2005 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის დეპარტამენტის დირექტორი;
05/04/2005-01/01/2007 – საქართველოს საელჩო უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
01/01/2007-01/03/2009 – საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში;
01/03/2009-01/01/2010 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი;
01/09/2012-01/01/2016 – რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელი;
20/09/2016-30/08/2019 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
01/09/2019-დან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ყაზახეთის რესპუბლიკაში.
ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები