შურუფაქი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შურუფაქი – (შუმ.და ბაბილონ.) წარღვნამდელი უკანასკნელი ქალაქი, სადაც მორიგეობის წესით (ოთხი სხვა ქალაქის – ერიდუს, ბადთიბირას, ლარაქის, სიფარის გავლით) დამკვიდრდა შუმერის მეფობა, ე. ი. იგი გახდა შუმერული ცივილიზაციის ცენტრი.
წარღვნის მითოსის თანახმად, იგი მდებარეობდა ევფრატის ნაპირას; მის ახლოს იყვნენ დასადგურებული ღმერთები და აქაური იყო წარღვნას გადარჩენილი ერთადერთი კაცი, უთანაფიშთი.