შტოლნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შტოლნი − (გერმ. stollen < stehen დგომა), ჰორიზონტალური ან დახრილი გვირაბი, რომელსაც უშუალო გამოსასვლელი აქვს ზედაპირზე და, ისევე როგორც ჭაური, ემსახურება მიწისქვეშა სამუშაოებს. დანიშნულების მიხედვით არსებობს საზიდი, სავენტილაციო და წყალსარინი.