ქართული ენა: ენციკლოპედია
ქართული ენა: ენციკლოპედია
„ქართული ენა“ არის ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციისა და არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ერთობლივი გამოცემა. იგი პირველი ქართული სამეცნიერო-დარგობრივი ენციკლოპედიაა, რომლის შექმნის აუცილებლობა დრომ განაპირობა. წინამდებარე ენციკლოპედიაც ქართული ენის ისტორიის, მისი განვითარების ეტაპების (ძველი დროიდან თანამედროვე ქართულის ჩათვლით), ქართული ენათმეცნიერული აზროვნების განვითარების, ამ დარგში ქართველ მეცნიერთა და უცხოელ ქართველოლოგთა მიღწევების ამსახველი გამოცემაა. ამდენად, ძალზე დიდია მისი მნიშვნელობა ქართული ჰუმანიტარულ მეცნიერებისათვის. „ქართული ენა“ გამორჩეული იქნება იმ მხრივაც, რომ ამ გამოცემით ისარგებლებენ როგორც სპეციალისტები, ისე ქართველოლოგიის საკითხებით დაინტერესებული მკითხველების ფართო წრე.
შემდგენელი – იზაბელა ქობალავა
რედაქტორი – გუჩა კვარაცხელია
სარედაქციო კოლეგია – ზურაბ აბაშიძე, ავთანდილ არაბული, შუქია აფრიდონიძე,
გენადი ბურჭულაძე, გიორგი გოგოლაფშვილი, ნანა ლოლაძე (პასუხისმგებელი მდივანი),
ზურაბ სარჯველაძე, ავთანდილ საყვარელიძე, ვალერი სილოგავა, მიხეილ ქავთარია.
ენციკლოპედიის ძირითადი სამუშაო ჯგუფი:
ირინე აბაშიძე, ნოდარ გიოშვილი, თამაზ დვალი, მარიან თუშიშვილი,
ოთარ ლაბაძე, მთვარის სილაგაძე, შორენა ანჯაფარიძე, თამარ დოლიძე,
მანანა მაკალათია, რუსუდან ფოფხაძე, ნელი ქაფიანიძე.
ქართული ენციპლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია