ქარდავა ლევან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლევან ქარდავა – დაიბადა 1980 წლის 7 მარტს ზუგდიდის რაიონის დაბა ჯვარში.
განათლება
ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
მე-8 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.