ფისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფისი – ქვანახშირის, ტორფის, ხის კუპრის გამოხდის ნარჩენი (პიროლიზის შემდეგ). შავი ფერის მყარი ან ბლანტი მასა. არსებობს ბუნებრივი და ხელოვნური. ფისები გამოიყენება საგზაო მშენებლობაში; ავეჯის გასაპრიალებლად; სათბობი ბრიკეტების წარმოებაში; ლაქების, ელექტრო- და ჰიდროსაიზოლაციო მასალების, ტოლის, რუბეროიდის, წებოების, სინთეზური ქსოვილების დასამზადებლად, ანტიკოროზიული დაფარვებისათვის და სხვა.