ფერმა პიერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფერმა პიერ (1601 – 1665) — მე-17 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მათემატიკოსი: საფუძველი ჩაუყარა რიცხვთა თეორიას, შეისწავლიდა გეომეტრიას, ალგებრას, მათემატიკურ ანალიზს; დეკარტთან ერთად დააფუძნა ანალიზური გეომეტრია; რიცხვთა თეორიაში აღიარებულია მისი ორი თეორემა — ფერმას დიდი და მცირე თეორემა.