ფალდუმი − უნაგირის შემადგენელი ელემენტი, ტყავის ლენტი, რომელიც ცხენს მუცელზე ჰქონდა შემოჭერილი. ფალდუმით უნაგირი ცხენის ზურგზე მჭიდროდ იყო დამაგრებული. ფალდუმი აბზინდით იკვრებოდა. მისი ორივე ბოლო უნაგირის კეხზე მაგრდებოდა.
წყარო
ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა