ურბანიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ურბანიზაცია - (ლათ. urbanus – ქალაქური) – ქალაქის როლის ზრდის ისტორიული პროცესი; წარმოიშვა უძველეს ხანაში, მე-3-1 ათასწლეული ძვ.წ. – ეგვიპტეში, მესოპოტამიაში, სირიაში, ინდოეთში, მცირე აზიაში, ჩინეთში, საბერძნეთში, რომში.
ურბანიზაციამ მოახდინა უდიდესი ზეგავლენა სხვადასხვა სოციალ-ეკონომიკური ფორმაციების და ცივილიზაციის განვითარებაზე. მან საკვანძო მნიშვნელობის როლი ითამაშა თეატრალური კულტურის ჩამოყალიბებაში. სწორედ ურბანიზაციამ შეუწყო ხელი საწესჩვეულებო რიტუალის პროფესიულ თეატრად გარდაქმნას, თეატრში სიტყვის ფუნქციის ზრდას, საყოფა- ცხოვრებო თემატიკის დამკვიდრებას, თეატრალური არქიტექტურის შექმნას.