ტყემალაძე ზურაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზურაბ ტყემალაძე – დაიბადა 1944 წლის 18 იანვარს თბილისში. — საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ინჟინერ-ტექნოლოგი;
განათლება – საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი (1965).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას.
- ფირმა სამების გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, მთავარი ინჟინერი, გენერალური დირექტორი (1988-1999)
პარლამენტის წევრი
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): პარტიული სიით, ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ფრაქცია „მრეწველები“-ს თავმჯდომარის მოადგილე.
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, ბლოკი „მემარჯვენე ოპოზიცია - მრეწველები, ახლები“, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, ფრაქცია „მრეწველები“-ს თავმჯდომარე.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი ბიზნესმენები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1999-2004 წლების საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2004-2008 წლების საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2012-2016 წლების საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს წევრები
- ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების წევრები