ტიორნერი სირილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სირილ ტიორნერი − (ინგლ. Cyril Tourneur, დაახლ. 1575-1626), ინგლისელი დრამატურგი. მის მიერ დაწერილი პიესებიდან შემორჩენილია „შურისმაძიებლის ტრაგედია“, „ათეისტის ტრაგედია, ანუ პატიოსანი ადამიანის შურისგება“. ეს პიესები განეკუთვნება „სისხლიანი ტრაგედიის“ ჟანრს.