ტიოკოლი (ინგლ. thiokol < ბერძ. thion გოგირდი) – შავი ფერის ნახევრადსულფიდური სინთეზური კაუჩუკი, რომელსაც წარმატებით იყენებენ მეტალოპლასტმასის ფანჯრების მინა-პაკეტების ჰერმეტიზაციისათვის, აგრეთვე შენობა-ნაგებობებში სხვადასხვა ტიპის ღრეჩოს, ნაპრალის, ბზარის ამოსავსებად.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი