ტემპო-რიტმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტემპო-რიტმი – (იტალ. tempo, ლათ. tempus – დრო, ბერძნ. rhythmos – თანაზომიერება, სიმწყობრე), სიჩქარის, მოძრაობის სისწრაფის ხარისხი. სპექტაკლის ტემპო-რიტმი ეწოდება მოქმედების ინტენსივობის ზრდას ან კლებას, აჩქარება-შენელებას, მოძრაობის მდორე მდინარებას ან აბობოქრებას.