სიხარულიძე კარლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლო სიხარულიძე

კარლო (კახა) სიხარულიძე − (KARLO (KAHA) SIKHARULIDZE), ქართველი ჟურნალისტი, დიპლომატი, 2006-2008 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, 2009-2011 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, 2013-2018 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში – აკრედიტებული სან-მარინოსა და მალტის რესპუბლიკებსა და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WEP).

დაიბადა 25 აპრილი, 1963 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1979-1984 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, მიიღო ჟურნალისტის კვალიფიკაცია. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, იტალიის დიპლომატთა ასოციაციის საპატიო წევრი.

სამუშაო გამოცდილება:
1984-1985 – თბილისის საავიაციო ქარხნის გაზეთის კორესპონდენტი;
1985-1987 – გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ კორესპონდენტი;
1987-1988 – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერისტეტის ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი;
1988-1990 – გაზეთ „რესპუბლიკის“ განყოფილების გამგე;
1990-1991 – გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქტორის პირველი მოადგილე;
1991-1992 – გაზეთ „განათლების“ რედაქტორი;
1992-1994 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი, პირველი მდივანი;
1994 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნატოს სამმართველო, უფროსის მოადგილე;
1994-1996 – თურქეთში საქართელოს საელჩო, კონსული, ქ. ანკარა;
1996-1999 – საბერძნეთში საქართველოს საელჩოს, პოლიტიკური მრჩეველი, ქ. ათენი;
1999-2000 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეუთოს სამმართველო, უფროსი;
2000-2001 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის დეპარტამენტი, დირექტორი;
2001-2002 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ინფორმაციის დეპარტამენტი. დირექტორი. სამინიტროს ოფიციალური წარმომადგენელი (სფოუქსმენი);
2002-2003 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2004 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
2004 07-11 – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;
2004-2005 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
2008-2009 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროპულ საქმეთა დეპარტამენტი, დირექტორი;
2011-2013 – სატელევიზიო კომპანია „9-ე არხის“ საერთაშორისო საინფორმაციო სამსახურის დირექტორი;
2018-2019 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი;
2019-დან – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი. წიგნები: ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკა. თბილისი. 1990.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები