სახე (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახე, პირველსახეასახვის შედეგი.

ელემენტის სახე: Y სიმრავლის y ელემენტი, რომელშიც φ:X→Y ასახვისას აისახება X სიმრავლის x ელემენტი.

პირველსახე: X სიმრავლის ნებისმიერი x ელემენტი, რომლის სახეს φ:X→Y ასახვისას წარმოადგენს Y სიმრავლის მოცემული y ელემენტი.

ცნება პირველად შემოიღო დედეკინდმა 1887 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, თუმცა მისი ძირითადი შედეგები მიეკუთვნება 1872-1878 წლებს. ამ შრომამდე გვხვდება ერთი ზედაპირის მეორეში გარდაქმნები, გეგმილები. დედეკინდმა შემოიღო ერთი სიმრავლის (Sistem) მეორეში ასახვის (Abbildung) ცნება, მათი ბუნების შენიშვნის გარეშე. აქვე შემოაქვს ამჟამად ჩვეული ტერმინოლოგია: „სახე“ (das Bild), „s ელემენტს ეთანადება...“, „ასახვით s გადადის ...- ში,“ „იგივური გარდაქმნა“ (identische Abbildung), „სიმრავლის ასახვა თავის თავში“ (in sich selbst) და აღნიშვნები: s ელემენტის და T სიმრავლის სახეებს აღნიშნავს შტრიხებით(s', T').

წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები