საშრობი (მოწყობილობა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საშრობი (მოწყობილობა) – მასალისგან ტენის ასაორთქლებელი მოწყობილობა. ტექნიკაში უფრო გავრცელებულია მყარი მასალის გამოშრობა. მასალასთან სითბოს მიტანის მიხედვით საშრობები არის კონვექციური, კონტაქტური, რადიაციული, ინდუქციური.
მუშაობის პრინციპის მიხედვით საშრობი არსებობს: აირშადრევნული, ბუნებრივი ცირკულაციის, გადახურებული ორთქლით მოქმედი, გორგოლაჭებიანი, დოლური, ელექტროკალორიფერიანი, ეჟექციური, ეჟექციურ-რევერსული, ვენტილაციური, იძულებითი ცირკულაციის, კალორიფერიანი, კამერული, კონდენსაციური, კონვექციული, ლენტური, სექციური, ორთქლის, პერიოდული ქმედების, კონვეიერული, მილოვანი, პირდაპირი დინების, პნევმატიკური, რევერსული, სითხიანი, სტაციონარული, უწყვეტი ქმედების, შახტური, შნეკური, ცეცხლის ჰაერული, ხვიმირიანი და სხვა.