სამშენებლო კომპლექსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამშენებლო კომპლექსი – მატერიალური საწარმოო დარგების, სამშენებლო პროფილის სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საძიებო, სამშენებლო-სამონტაჟო, საშენი მასალებისა და ნაკეთობების, მექანიზაციისა და ტრანსპორტის საჯარო სამართლის იურიდიულ და კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ერთობლიობა.