საკმეველი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საკმეველი - სურნელოვანი ფისი, რომელიც გამოიყოფა მცენარის - „ბოსველიას“ ანუ საკმევლის ხის დასერილი ქერქიდან. საკმეველი შეიცავს გუმფისს, ეთეროვან ზეთებს, მწვანე ნივთიერებებს. ნაწილობრივ იხსნება წყალსა და ორგანულ გამხსნელებში. საკმევლის ანუ გუნდრუკის კვამლის ზეცაში ასვლა სიმბოლურად გამოხატავს ლოცვა-ვედრების ასვლას ზეცაში და იქიდან მადლის გადმოსვლას.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.