საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა გლობალური ასოციაცია
საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა გლობალური ასოციაცია - ასოციაციაში (GAISF, ყოფილი SportAccord) შედიან ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობათა საერთაშორისო სპორტული ფედერაციები, აგრეთვე სხვა საერთაშორისო სპორტული და სპორტულ ასპარეზობათა ორგანიზებით დაკავებული ორგანიზაციები.
GAISF-ი დაარსდა 1967 წელს. ასოციაციას ხელმძღვანელობს ცხრა კაცისგან შემდგარი საბჭო, რომლის წევრებიც, თავის მხრივ, სხვადასხვა საერთაშორისო ფედერაციას წარმოადგენენ.
GAISF-ი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან. ასოციაციის მიზნებში და ამოცანებში შედის მსოფლიოში სპორტის განვითარება, საერთაშორისო სპორტული ფედერაციების ავტორიტეტის და როლის ამაღლება, მათი ინტერესების დაცვა; ფედერაციებს, IOC-სა და სხვა სპორტულ ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარება; მულტისპორტული ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინირება.
ასოციაციის მიზანია აგრეთვე თავის წევრთა მხარდაჭერა, რათა მათ მოიპოვონ IOC-ის აღიარება და გახდნენ ოლიმპიური პროგრამის ((ASOIF/ AIOWF) ნაწილი, რაც GAISF-ის წევრობის გარეშე შეუძლებელია.