საეკლესიო კრებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საეკლესიო კრებები - ქრისტიანულ ეკლესიათა წარმომადგენლების შეკრება სარწმუნოების რელიგიურ-მორალური ცხოვრების, ეკლესიის ორგანიზაციისა და მართვის, საეკლესიო დისციპლინის საკითხების განსასჯელად და გადასაჭრელად. საეკლესიო კრებათა მოწვევის ტრადიცია ემყარება მოციქულთა კრებას, რომელიც იერუსალიმში იქნა მოწვეული 51 წ.

ეკლესიის ისტორიაში საეკლესიო კრებათა ორი კატეგორია არსებობს - მსოფლიო საეკლესიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებები. ადგილობრივი კრების დადგენილებები, რა თქმა უნდა, ძირითადად ემყარება მსოფლიო საეკლესიო კანონმდებლობას. მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა არ არის განპირობებული გარკვეული პერიდულობით. ის ნებისმიერ დროს შეიძლება იქნეს მოწვეული საჭიროების შემთხვევაში, ხოლო ადგილობრივი საეკლესიო კრება, ეს იქნება რომელიმე ავტოკეფალური ეკლესიის შეკრება თუ გარკვეული საეპისკოპოსოს თუ სამიტროპოლიტოს შეკრება, საეკლესიო კანონმდებლობით განსაზღვრულია კონკრეტული დროით: ორჯერ ან ერთხელ წელიწადში.

ადგილობრივ საეკლესიო კრებათა მრავალრიცხოვანი კანონებიდან, მხოლოდ ბიზანტიური პროვინციების რამდენიმე ადგილობრივი კრების კანონები დაამტკიცეს მსოფლიო საეკლესიო კრებებმა, როგორც საეკლესიო სამართლის ძირითადი კოდექსის შემადგენელი ნაწილი. პირველი ცნობა საქართველოში საეკლესიო კრების მოწვევის შესახებ XI ს-ის მეორე ნახევარს ეკუთვნის. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ აღწერილია ჯავახეთში მოწვეული კრების მიმდინარეობა, რომელსაც საქართველოს კათოლიკოსის კათედრაზე არსენ დიდის კანდიდატურა უნდა დაემტკიცებინა.


წყარო

საეკლესიო ლექსიკონი. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ერეკლე კვანჭიანმა და მარიამ გურჩიანმა. რედაქტორი ზურაბ ეკალაძე. თბილისი, 2008.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები