რეინკარნაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რეინკარნაცია - (ლათ. reincarnatio „ხელახალ განსხეულება“). აღნიშნავს სიკვდილის შემდეგ სხვა სხეულებრივ ცხოვრებას.
რეინკარნაციის ცნება მრავალ კულტურაშია ცნობილი (აღორძინება, სულთა გადასახლება, პალინგენეზი, მეტემფსიქოზი), უკავშირდება ანიმისტურ თუ ტოტემისტურ შეხედულებებს და თეორიული განსჯის სხვადასხვა საფეხურზე აღმოცენდა. მისი სისტემური დამუშავებით უმთავრესად ჰინდუიზმი, ბუდჰიზმი და საბერძნეთია ცნობილი.
რაც შეეხება ქრისტიანობას, რეინკარნაციაზე არც ძველი და არც ახალი აღთქმა არ მსჯელობს. ირენეოსის მტკიცებით, ქრისტიანული მოძღვრება ადამიანის პიროვნული მთლიანობის შესახებ გამორიცხავს მას, ისევე, როგორც მოძღვრება სხეულთა მკვდრეთით აღდგომის შესახებ (ტერტულიანე).
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- რელიგიები საქართველოში
- პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო;