ჟინი ანთარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჟინი ანთარი − „ზენა ანთარი“, სამეგრელოში შინაური საქონლის მფარველი სული, რომელსაც საქონლის გამრავლებას და ჯანმრთელობას შესთხოვენ: „ჟინი ანთარო, ბატონო გამარჯვებულო, ჩემი საქონელი შენ გაამრავლე, ასობით გამოვიწერდე და არაფერი აკლდებოდეს, უშობელს და ხბოიანს ვერ ვარჩევდე“.