პროპორციული გაყოფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროპორციული გაყოფა – რაიმე რიცხვის (მონაკვეთის სიგრძის) გაყოფა მოცემული რიცხვების პირდაპირ – ან უკუპროპორციულ ნაწილებად (მონაკვეთების სიგრძეებად).

რაიმე რიცხვი რომ გავყოთ მოცემული რიცხვების პირდაპირპროპორციულ ნაწილებად, საჭიროა ეს რიცხვი გავყოთ მოცემული რიცხვების ჯამზე და მიღებული განაყოფი თანამიმდევრობით გავამრავლოთ თითოეულ მოცემულ რიცხვზე. მაგალითად: 60 გავყოთ 2, 4, 6 რიცხვების პროპორციულად. საჭიროა შესრულდეს მოქმედება: 60:(2+ 4+ 6) = 5; 2∙5=10; 4∙5=20; 6·5=30; მივიღებთ: 2:4:6=10:20:30.

რაიმე რიცხვი რომ გავყოთ მოცემული რიცხვების უკუპროპორციულ ნაწილებად, საჭიროა ეს რიცხვი გავყოთ მოცემული რიცხვების შებრუნებულების პირდაპირპროპორციულ ნაწილებად. მაგალითად, გავყოთ N რიცხვი a, b და c რიცხვების უკუპროპორციულ ნაწილებად, ეს ნიშნავს გავყოთ მოცემული N რიცხვი a, b და რიცხვების შებრუნებული (1/a, 1/b და 1/c) რიცხვების პირდაპირპროპორციულ ნაწილებად.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები