პაპუს ალექსანდრიელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პაპუს ალექსანდრიელი (III ს-ის მეორე ნახევარი), ძველი ბერძენი მათემატიკოსი და მექანიკოსი. თხზულებაში „მათემატიკური კრებული“ (8 წიგნით). თავი მოუყარა ადრეული ეპოქის ბერძენი მათემატიკოსების მნიშვნელოვან შედეგებს.